შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვს იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, რომელშიც ისინი არ დადიან, ცოტა გაუგებარია, როგორ ჯდება ეს ლოგიკაში

ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვს იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, რომელშიც ისინი არ დადიან, ცოტა გაუგებარია, როგორ ჯდება ეს ლოგიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გაუგებარია ოპოზიციის დამოკიდებულება.

„გვაქვს სხდომაზე არდასწრების წერილები. კერძოდ, მოგვმართავს „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, რომ დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება, ასევე არ დაესწრებიან გრიგოლ ვაშაძე, თამარ კორძაია, თამარ ჩარკვიანი, პარტია „მოქალაქეებიც“ გააცდენენ, დავით ბაქრაძეც არ იქნება. ასევე არმაზ ახვლედიანი მოგვაკლდება დღეს, „ევროოპტიმისტებიც“ ამჯობინებენ, რომ არ იმუშაონ. მოკლედ, მეტ-ნაკლებად ოპოზიცია არ მუშაობს. წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვენ იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, რომელშიც ისინი არ დადიან. ცოტა გაუგებარია, როგორ ჯდება ეს ლოგიკაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა