ლაშა ბაქარაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თანხები, რომელიც ევროპას საქართველოსთვის აქვს გამოყოფილი, მივიღოთ - ჩვენი ყველა პარტნიორი ამბობს, რომ ამ გზაზე ერთადერთი შემაფერხებელი „ქართული ოცნებაა“

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თანხები, რომელიც ევროპას საქართველოსთვის აქვს გამოყოფილი, მივიღოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა, მეტი სოციალური თანასწორობა. ჩვენი ყველა პარტნიორი ამბობს, რომ ამ გზაზე ერთადერთი შემაფერხებელი არის „ქართული ოცნება“, ამიტომ ისინი ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლაშა ბაქრაძე შინდისის საჯარო სკოლასთან იმყოფებოდა, სადაც სკოლებში უფასო კვების დანერგვასა და სოციალური პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ახლა ვდგავართ შინდისის საჯარო სკოლის წინ, რომლის რემონტიც ამერიკელი ხალხის მიერ არის დაფინანსებული, აქ ასეთი ძალიან ბევრი სკოლაა. ამავე დროს, აქ არის ბევრი ბავშვი სკოლამდელ ასაკში და მაგალითად, შინდისში აღარ არის საბავშვო ბაღი და შინდისელ ბავშვებს უწევთ სხვადასხვა სოფლებში სიარული. ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას და ყველა ქართულ სოფელში უნდა იყოს საბავშვო ბაღი, ისე როგორც ყველა სკოლაში უნდა იყოს უფასო კვება, რომ ბავშვებმა მუდამ არ იფიქრონ საკვებზე, არ ჰქონდეთ ამასთან დაკავშირებული პრობლემები და საერთოდ ბევრი სოციალური პრობლემები, რომლებიც არის ქართულ სოფლებში, შესაძლებელია აღმოიფხვრას ევროპის დახმარებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თანხები, რომელიც ევროპას ჩვენნაირი ქვეყნებისთვის და კერძოდ, საქართველოსათვის აქვს გამოყოფილი, მივიღოთ, რომ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა, მეტი სოციალური თანასწორობა. ჩვენი ყველა პარტნიორი ამბობს, რომ ამ გზაზე ერთადერთი შემაფერხებელი არის „ქართული ოცნება“, ამიტომ ისინი ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ, როგორც დამაბრკოლებელი საქართველოს ევროინტეგრაციისა და საქართველოს პროგრესისა“,- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება