გია ჯაფარიძე - 26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გავაკეთოთ - ვიცხოვრებთ ევროკავშირში და კეთილდღეობაში თუ - იზოლაციაში, სანქცირებული „ქართული ოცნების” მმართველობის ქვეშ

26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გავაკეთოთ - ვიცხოვრებთ ევროკავშირში და კეთილდღეობაში თუ - იზოლაციაში, სანქცირებული „ქართული ოცნების” მმართველობის ქვეშ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ შინდისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში, საოკუპაციო ხაზთან, ჯაფარიძესთან ერთად კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია და ენმ-ს გორის საკრებულოს დეპუტატი ბექა ქორჩილავა იმყოფებოდნენ.

„ჩვენ ვართ შინდისში, ჩემ გვერდითაა თამარ კორძაია, რომელიც 1992 წლიდან დევნილია. არც თამარ კორძაიას, არც 300 ათასამდე დევნილს, საქართველოს არცერთ მოქალაქეს ბოდიში არ აქვს მოსახდელი არავის მიმართ. ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით! შინდისში მდებარე სკოლა რეაბილიტირდა აშშ-ს მიერ, ამერიკის მოქალაქეების მიერ. მიმდებარე სოფლებში არის სკოლები, რომლებიც ასევე, აშენდა აშშ-ს დახმარებით, საოკუპაციო ხაზთან კი არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აშშ, როგორც სახელმწიფო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები და მეგობრები არიან. მათი დახმარებით წლების განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბევრი რამ გაკეთებულა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. სწორედ „ქართული ოცნება” წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას იმისთვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირი და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რითაც სარგებლობენ საქართველოდან სიდუხჭირის გამო ევროპის კავშირის ქვეყნებში წასული მოქალაქეები. ჩვენ გვინდა ევროპული სიკეთეები, ის ხელფასები, ცხოვრების ის დონე, როგორიც ევროკავშირშია. იმის ნაცვლად, რომ დღეს ჩვენ ვიღებდეთ იმ დახმარებას, რომლის გასაწევად ევროკავშირი და აშშ მზად არიან, „ქართული ოცნება” ჭრის ჩვენთვის სასიცოცხლო ყველა კავშირს მათთან. 26 ოქტომბერს ჩვენ ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ - ვიცხოვრებთ ევროკავშირში და კეთილდღეობაში თუ ვიცხოვრებთ იზოლაციაში, სანქცირებული „ქართული ოცნების” მმართველობის ქვეშ”, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ შინდისში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია