ბექა ქორჩილავა - შინდისის საჯარო სკოლა, ისევე როგორც უამრავი ახლომდებარე სკოლა და ცენტრი, რეაბილიტირებულია ევროკავშირისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ, „ქართული ოცნება“ კი გვეუბნება, რომ ამ და მსგავსი სიკეთეებით არ უნდა ვისარგებლოთ

შინდისის საჯარო სკოლა, ისევე როგორც უამრავი ახლომდებარე სკოლა და ცენტრი, რეაბილიტირებულია ევროკავშირისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ, „ქართული ოცნება“ კი გვეუბნება, რომ ამ და მსგავსი სიკეთეებით არ უნდა ვისარგებლოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გორის საკრებულოში, ბექა ქორჩილავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი და შესაძლებლობაა.

„სოფელ სინდისის საჯარო სკოლა, ისევე როგორც უამრავი ახლომდებარე სკოლა და ცენტრი, რეაბილიტირებულია ევროკავშირისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ. ამ სიკეთეებზე, რომლებსაც რეგიონში ევროკავშირი ახორციელებს, „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს, რომ არ უნდა გვქონდეს ისეთი სკოლები, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-შია. 26 ოქტომბერი რეფერენდუმი და შესაძლებლობაა - ან ვირჩევთ ევროპულ მომავალს, ჩვენს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, განვითარებას, პროგრესსა და უზრუნველ სიბერეს, ან ვირჩევთ იზოლაციას, სანქცირებულ მთავრობასა და რუსულ მარწუხებს“, - განაცხადა ბექა ქორჩილავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება