ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა, მათ შორის თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურაა დასახელებული

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

ფონ დერ ლაიენმა ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დაასახელა: ტერეზა რიბერა ესპანეთითად, ჰენა ვირკკუნენი ფინეთიდან, სტეფან სეჟურნე საფრანგეთიდან, კაია კალასი ესტონეთიდან, როქსანა მინზატუ რუმინეთიდან და რაფაელე ფიტო იტალიიდან.

ამასთან, შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა ავსტრიელი მაგნუს ბრუნერი წარადგინა, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის საკითხებში ევროკომისრად - ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი, ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში ახალ ევროკომისრად - დანიელი დენ იორგენსენი დაასახელა, დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ირლანდიელი მაიკლ მაკგრატი დასახელდა, ევროკომისრად გარემოს, წყლის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანი წრიული ეკონომიკის საკითხებში შვედი ჯესიკა როსუოლი წარადგინეს, მომავალ ევროკომისრად კლიმატის საკითხებში - ნიდერლანდელი ვოპკე ჰოექსტრა, თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე - ანდრიუს კუბილიუსი, ჯანდაცვისა და ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე - ოლივერ ვარჰეის კანდიდატურა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე კი სლოვენიელი მარტა კოსი წარადგინეს.

ყველა კანდიდატი ევროპარლამენტის კომიტეტების წინაშე მოსმენებზე უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა კენჭს უყრის დაამტკიცოს თუ არა კომისიის ახალი შემადგენლობა.

დასავლური მედია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია, რომ ზოგიერთ კანდიდატს ევროპარლამენტარები დიდი დაპირისპირების გარეშე მიიღებენ, ნაწილი, შეიძლება, მძიმე მოსმენების წინაშე აღმოჩნდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება