ალექსანდრე რაქვიაშვილი - ოპოზიცია 4 წელია ბოიკოტობანას თამაშობს, არ იციან, რა არის პარლამენტი, რა უნდა აკეთონ, სახლში არიან და ისვენებენ - მხოლოდ „გირჩი“ იყო მართლა პარლამენტარიზმით დაკავებული

ოპოზიცია 4 წელია ბოიკოტობანას თამაშობს. არ იცის რა არის პარლამენტი, რა უნდა აკეთონ პარლამენტში, სახლში არიან და ისვენებენ, ვერც ხვდებიან რას ნიშნავს პარლამენტარიზმი, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ „გირჩი“ იყო მართლა პარლამენტარიზმით დაკავებული.

„მეათე მოწვევის პარლამენტი მთავრდება და ამ რამდენიმე წელიწადში ასობით, ათასობით კანონი მივიღეთ. რომ გადავხედოთ, რა გაუმჯობესდა ქვეყანაში? არაფერი უკეთესობისკენ არ შეცვლილა. რაღაც გაგებით, გაგვიმართლა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, აქ უამრავი ფული შემოდის, ვაჭრობა გაიზარდა არამარტო რუსეთთან, არამედ ყირგიზეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. არნახული იმპორტია დანადგარების გერმანიიდან, რომელიც რუსეთში შედის. ფაქტია, რომ ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყარო და არა ის, რომ მასშტაბური ცვლილებები მოხდა ეკონომიკაში.

კარგი თვითშეფასებაა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, მშვიდად და ბედნიერად კი არ სეირნობს რუსთაველზე, არამედ თავისივე მხარდამჭერებს ტყვიაგაუმტარი შუშის უკან ელაპარაკება. ეს ხომ საბოლოო შედეგია ამ ყველაფრის?! მეორე მხარეს არის ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტობანას თამაშობს ეს ოთხი წელია. რატომ თამაშობს ბოიკოტობანას? იმიტომ, რომ არ იცის რა არის პარლამენტი. ცალკეული დეპუტატებისა და ჩვენ, „გირჩის“, გარდა, არ იციან რა არის პარლამენტი, რა უნდა აკეთონ პარლამენტში არ იციან. თუ არ იცი რა უნდა გააკეთო, რა გინდა აქ?! ხელფასი ხომ უნდა მიიღო, მის გარეშე ხომ არ დარჩებიან და სხედან ბოიკოტში.

სახლში არიან და ისვენებენ, ვერც ხვდებიან რას ნიშნავს პარლამენტარიზმი. ამ პარლამენტში მხოლოდ „გირჩი“ იყო მართლა პარლამენტარიზმით დაკავებული“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე