გიორგი გახარია - ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება - პრეზიდენტი თანახმაა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა.

„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, - წერს გახარია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. თუმცა როგორც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტთან შეხვედრამდე მასა და გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა შემდგარიყო. როგორც ხაზარაძე „ფეისბუკ“ პოსტში აღნიშნავდა, გახარიას შეხვედრის სურვილით პირადი შეტყობინებაც გაუგზავნა, თუმცა დღეს პირდაპირი აუდიენცია ვერ ხერხდებოდა. ამასთან, როგორც „ლელოში“ აცხადებდნენ, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე, პრეზიდენტს სადილზე დღეს აღარ ეწვეოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს