ირაკლი კობახიძე მიხაილ როთზე - ასეთი პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდში არიან საჩუქარი მმართველი გუნდისთვის - თქვენ იცით, როგორია ამ კაცის რეპუტაცია

ასეთი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია მიხაილ როთის რეპუტაცია.

„ასეთი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის. თქვენ იცით, როგორია ამ კაცის {მიხაილ როთი} რეპუტაცია. შესაბამისად, რაც მეტი ასეთი პოლიტიკოსი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის და მისი საარჩევნო პოზიციებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება