რიკარდ იოზვიაკი - არაფერი მსმენია საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალ ზომებზე, რაც მოიცავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას

არაფერი მსმენია ევროკავშირის ახალი ზომების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების წინ და ეს მოიცავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ყველა ვარიანტი რჩება მაგიდაზე, სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ადრე გახდა ცნობილი.

ინფორმაციისთვის, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევროკავშირში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება