საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მორიგი ბიზნეს კონფერენცია გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები", საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ბიზნესმენები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BAG-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა 2024 წლის მე-3 კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შედეგები. კერძოდ კი, ბიზნესის კლიმატის ინდექსი, დასაქმების ბარომეტრი და ინვესტიციების კვლევა, რითაც, საბოლოო ჯამში, ფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები.

კონფერენციის მსვლელობისას, ისაუბრეს ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კვლევის შედეგების შესაბამისად, კვლავ აქტუალურ საკითხად და ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტი და სამუშაო ძალის ნაკლებობა, რაზეც პანელურ დისკუსიაშიც გაგრძელდა მსჯელობა და მასში აქტიურად იყო ჩართული ვიცე პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და საქართველოს განათლების მინისტრი, ისევე როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორი და BAG-ის პრეზიდენტი. პანელურ დისკუსიაში, ასევე, იმსჯელეს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე, პროფესიული განათლების საჭიროებაზე, ტურიზმზე, საცხოვრებელ უძრავ ქონებასა და FMCG-ი სექტორებზე.

ღონისძიება საქართველოს ბანკთან პარტნიორობითა და გალტ & თაგარტის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა, რომლის მკვლევრებმა ევა ბოჭორიშვილმა და კახა სამყურაშვილმა შეხვედრაზე სწრაფად მზარდი ოთხი სექტორის პერსპექტივები მიმოიხილეს და დამსწრე საზოგადოებას ბოლო კვლევის შედეგები გააცნეს.

„დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში მიმოვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები და არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე ვისაუბრეთ 2024 წლის მე-3 კვარტლის BAG ინდექსის მონაცემებზე, რომელიც გავაცანით, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ბიზნეს სექტორს.

მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება