სოფო ჯაფარიძე - 26 ოქტომბრის შემდეგ თითოეული მასწავლებელი იქნება დაფასებული - მათ ექნებათ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ანაზღაურება

„ქართულმა ოცნებამ“ ახლა მასწავლებლები მოატყუა, ადამიანები, რომლებმაც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღზარდონ , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ მასწავლებელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მასწავლებლებმა ღირსეულ საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ანაზღაურებით უნდა იცხოვრონ.

“ეს არის მორიგი ტყუილი “ქართული ოცნების” მხრიდან, მათ ახლა მასწავლებლები მოატყუეს. ადამიანები, რომლებმაც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღზარდონ. ცხადია, აქაც შერჩევით მოხდა ხელფასების ზრდა, უამრავი მათგანი აღმოჩნდა მოტყუებული და ჩვენ ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ, ეს ადამიანები უნდა დაფასდნენ. ეს ადამიანები, რომლებიც ზრდიან ჩვენ მომავალ თაობას, მათი შრომითი პირობები უნდა იყოს გაუმჯობესებული, ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

26 ოქტომბრის შემდგომ ეს ყველაფერი დასრულდება, თითოეული მასწავლებელი იქნება დაფასებული. ეს ადამიანები იცხოვრებენ ღირსეულ საქართველოში და ექნებათ ღირსეული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ანაზღაურება და ექნებათ ანაზღაურება, რომელიც მათ ეკუთვნის და რომელსაც ისინი იმსახურებენ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება