ჯივიპი“ - რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტი აქტიურ ფაზაშია

„ჯივიპიმ“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს უკვე განახორციელა 15 მლნ ლარის ინვესტიცია, დაასრულა 25 სარეაბილიტაციო პროექტი და გააუმჯობესა საოპერაციო მაჩვენებლები. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასრულებული სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში ახლით შეიცვალა 14 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მშვიდობის, გაგარინის, მესხიშვილის, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, ლომოურის, გიორგაძის, ნიკოლაძის, ფალიაშვილის ქუჩებზე, მეგობრობის გამზირზე და თოდრიას მოედანზე, ასევე დასრულდა ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური მილსადენის 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

“ჯივიპი აქუალიას 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ინტენსიურად განაგრძობს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ წყლის დანაკარგი და ნებისმიერი სახის ინციდენტი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შეზღუდვა. სარეაბილიტაციო პროექტების პარალელურად მიმდინარე წელს განხორციელდება ხრამის სათავე ნაგებობის ელექტრომომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია და ალტერნატიული, სარეზერვო მომარაგების წყაროს უზრუნველყოფა, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ქალაქ რუსთავში, აღნიშნული მიზეზით გამოწვეულ წყალმომარაგების შეზღუდვებს“, - განაცხადა „ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.

ქსელების განახლების პარალელურად, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური განვითარების პროექტი მოიცავს ჯივიპის სერვისისა და საოპერაციო მაჩვენებლების გაუმჯობესებას. გაზრდილი ინვესტიციებისა და წყალმომარაგების სისტემის ეფექტური მართვისთვის განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქალაქ რუსთავში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საოპერაციო მაჩვენებლები.

“მულტიფუნქციური ბრიგადების ჩართულობით გაიზარდა ჯივიპის ოპერატიულობა და შემცირდა ავარიულ დაზიანებაზე რეგირების დრო, შესაბამისად გარდამავალი ინციდენტების რაოდენობა წყალმომარაგების ქსელზე 8-ჯერ, ხოლო წყალარინების ქსელზე 15-ჯერ შემცირდა; სარეაბილიტაციო პრეოქტების ფარგლებში, ქსელზე დამონტაჟდა 98 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რამაც მოგვცა შესაძლებლობა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები საშუალოდ 70%-ით, ხოლო შეზღუდვის ხანგრძლივობა 35%-ით შეგვემცირებინა. აღსანიშნავია საძიებო-დიაგნოსტიკური სამუშაოები, რომელთა შედეგადაც აღმოვაჩინეთ და აღმოვფხვერით 1200-ზე მეტი ფარული ჟონვა და ქალაქ რუსთავში წარმოებული წყლის მოცულობა 19%-ით, ხოლო მოხმარებული ელექტრო ენერგია 22%-ით შევამცირეთ”, - განაცხადა „ჯივიპის“ რუსთავის საოპერაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, მიგელ ანხელ მაზო ესტებანეზიმ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ინტენსიურად განაგრძობს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, მოძველებული წყალმომარაგების ქსელების განახლებას და ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო