გიორგი გახარია - მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს - ქვეყანას და სახელმწიფოს თუ დასჭირდა, „ქართულ ქარტიას“ მოვაწერთ ხელს

ქვეყანას და სახელმწიფოს თუ დაჭირდა, ქარტიას მოვაწერთ ხელს, არ იქნება ეს პრობლემა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი და არის შესაძლებლობა, არჩევნებში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთდროულად დამარცხდეს, მზად არის ყველაფერი აიტანოს.

„მახსოვს, რომ მეძახდნენ „თვალთხარიასაც“, მოღალატესაც, რუსეთის კაცსაც. სამწუხაროდ დღევანდელი „ოცნების“ წევრების მეძახიან „თვალთხარიას“. „ოცნების“ ნარატივია, რომ გახარია ხაზარაძეს თაღლითს ეძახდაო. ეს საერთოდ ჩემი ლექსიკა არ არის. ბევრი რამ მითქვამს, მატყუარა მითქვამს, მითქვამს, რომ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ, დღესაც ასე ვთვლი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი და როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ ერთი არჩევნების პირობებში შევძლოთ, რომ ერთდროულად დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. თუ ამაში ვინმე ცუდს ხედავთ ან დამძრახავთ, მივიღებ ამასაც.

ქართულ ქარტიას, მის დიდ ნაწილს ჩვენ მხარს ვუჭერთ. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს, რომ მხარს ვუჭერთ ქარტიის რეფორმების დღის წესრიგს. ქვეყანას და სახელმწიფოს თუ დაჭირდა, ქარტიას მოვაწერთ ხელს, არ იქნება ეს პრობლემა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ქარტიას, როგორც ასეთს, მის სულისკვეთებას მხარი უნდა დავუჭიროთ და ვუჭერთ ისევე, როგორც ქალბატონ პრეზიდენტის ძალისხმევას” - განაცხადა გახარიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო