Freedom House - ანტი-LGBT კანონის, ასევე “აგენტების კანონის” მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული - საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, კურსი შეაბრუნონ

ანტი-LGBT კანონი, ისევე “აგენტების კანონის” მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული. ამის შესახებ განცხადებას Freedom House ავრცელებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, კურსი შემოაბრუნონ.

“მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც სხვა არაფერია, გარდა საქართველოს LGBT+ საზოგადოებასა და ყველა ქართველის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე თავდასხმისა.

ეს ნაბიჯი, ისევე როგორც გასულ მაისს ქვეყანაში “აგენტების კანონის” მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული და საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას კვლავ კითხვის ქვეშ აყენებს.

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, კურსი შეაბრუნონ”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება