გია ხუხაშვილი - ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება ქმნის სინერგიას - ამ ყველაფერში შემოდის ძალიან სერიოზული ფაქტორი პრეზიდენტის სახით, რომელიც პროცესის ლობისტად ასოცირდება

ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაში შემოდის ძალიან სერიოზული ფაქტორი პრეზიდენტის სახით, რადგან მისი ინიციირებულია, ხელდასმით მიმდინარეობს პროცესი - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” გიორგი გახარიას პარტიისა და “ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა დიდია, შესაბამისად ამის კაპიტალიზაცია სწორედ ამ ორ ჯგუფ შეუძლია.

“გეტყვით, რატომ ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება ქმნის სინერგიას - გასაგებია, რომ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მონაცემები, რომ რიცხვებით ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ არსებობს ობიექტური გარემოებები, არსებობს ემპირიული გამოცდილება. ოპოზიციური ამომრჩეველი რომ ავიღოთ, რა ძირითად სეგმენტებად იყოფა, მაინც განვიხილავ ხოლმე ზოგად სურათს. ოპოზიციურ ამომრჩეველს ორ ჯგუფად გავყოფ - ერთია “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან აფილირებული ჯგუფების ამომრჩეველი და მეორე ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს აწმყო “ქართული ოცნების” სახით, მაგრამ, ამასთანავე არ არის მზად იმისთვის, რომ დაბრუნდეს წარსულში, ანუ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცეს ხმა, ე.წ. “ანტი ნაც-ქოცი” ამომრჩეველი. ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც დღესაც ძალიან დიდი სეგმენტია, არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ იმის ბაზაზე, რომ ვიღაც მოსწონს ან არ მოსწონს, მან უნდა იცოდეს , რომ ვისაც ირჩევს, რაღაც პერსპექტივა უნდა ჰქონდეს, ძალას უნდა ასხივებდეს.

ეს ორი სეგმენტი ერთმანეთთან ანტაგონისტურად არიან განწყობილნი. ანტი-ნაცის წილი ამ სეგმენტში ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, ამის კაპიტალიზაცია მხოლოდ ამ ორ დიდ ჯგუფს შეუძლია. მათი გაერთიანება ძალების დემონსტრირებასავით გამოდის. მარტო ეს ფაქტორიც არ არის, ამას შესაბამისი შეფუთვა სჭირდება.

ამ ყველაფერში შემოდის ძალიან სერიოზული ფაქტორი პრეზიდენტის სახით, რადგან მისი ინიციირებულია, ხელდასმით მიმდინარეობს ეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტი ვერ ჩაერთვება იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს შესაბამისი კონსტიტუციური შეზღუდვა, ის უკვე ამ პროცესის ლობისტად ასოცირდება”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს