საპატრიარქოში სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორამციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, კომისიის წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად, ასევე იმსჯელეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ზინობ ჟვანიას ქმედებაზე.

„კერძოდ, საუბარი შეეხო 2023 წლის 25 სექტემბრით დათარიღებულ დეკანოზ ზინობ ჟვანიას „ფეისბუქ“ სტატუსს, სადაც ის საუბრობს სენაკის მუნიციპალიტეტში შუშანიების სავანეზე. კომისიის წევრებმა დეკანოზ ზინობს განუმარტეს, რომ უმართებულოდ ხდება ადგილობრივი მღვდელმთავრის და, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის დადანაშაულება, თითქოსდა ვიღაცის კერძო საკუთრების მითვისებაში.

აღნიშნული ქმედებისთვის, დეკანოზმა ზინობ ჟვანიამ კომისიის წევრების წინაშე შენდობა ითხოვა, რაც წერილობითაც დაადასტურა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს