საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან დაგეგმილი კონსულტაციები გადადო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობა, რომელსაც რუსეთის ეკონომიკის ყოველწლიური მიმოხილვის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციებში მონაწილეობა უნდა მიეღო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, - ამის შესახებ სავალუტო ფონდში რუსეთის წარმომადგენელმა, ალექსეი მოჟინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„იმ დღეს, როდესაც ფონდის მისიას უნდა დაეწყო მუშაობა, სსფ-ის წესდების მე-4 მუხლზე კონსულტაციების ფარგლებში, ფონდის ხელმძღვანელობამ შეატყობინა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, რომ მისიის მუშაობა განუსაზღვრელი ვადით გადაიდებოდა. გადადების მიზეზად კონსულტაციებისთვის მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა დასახელდა “, - აღნიშნა ალექსეი მოჟინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსულმა მხარემ კარგად იცის, რომ არაერთი ევროპული ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განახლება მიუღებელია და ასეთი კონსულტაციები დაუშვებელია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება