მეთიუ მილერი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - შეერთებულ შტატებში, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს.

მეთიუ მილერს დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ სხვა ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ასევე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“.

„შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა“, - აღნიშნა მილერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება