მიხაილ როთი - მოდით, თბილისი კვლავ ევროპის ნამდვილ დედაქალაქად ვაქციოთ, 26 ოქტომბერს თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ! - „ქართული ოცნება“, იგივე „ქართული კოშმარი“ სიცრუეს ეყრდნობა - ვინც ასე იქცევა, ადრე თუ გვიან, მარცხდება

მოდით, თბილისი კვლავ ევროპის ნამდვილ დედაქალაქად ვაქციოთ. 26 ოქტომბერს თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ! - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს.

„მადლობა ყველა ქართველ მეგობარს საოცარი მასპინძლობისთვის! მოდით, თბილისი კვლავ ევროპის ნამდვილ დედაქალაქად ვაქციოთ. 26 ოქტომბერს თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ! გამოიყენეთ ეს შანსი! არჩევანი თქვენია! მმართველი პარტია და მისი ფავორიტი მედიის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი კრიტიკოსების დისკრედიტაციას ცილისმწამებლური კამპანიებით ცდილობენ, თავდაჯერებულები არ არიან. „ქართული ოცნება“, იგივე „ქართული კოშმარი“ არა არგუმენტების ძალას, არამედ სიცრუეს ეყრდნობა. ვინც ასე იქცევა, ადრე თუ გვიან, მარცხდება“, - წერს მიხაილ როთი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება