დავით კოდუა - გამარჯვება სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ამომრჩევლებმა კარგად იციან, ვინაა ქართული საქმის მკეთებელი!

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ნარაზენში, აღმაშენებლისა და როგავას ქუჩებზე, მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს, ინდივიდუალური შეხვედრები ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წევრებთან ერთად, სოფელ ნარაზენში, აღმაშენებლისა და როგავას ქუჩებზე გავმართეთ. საოცარი ენერგია და მხარდაჭერა მოდის მოქალაქეებისგან.

გამარჯვება სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ამომრჩევლებმა კარგად იციან ვინაა ქართული საქმის მკეთებელი!

ამ სოფელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, სკოლა, ბაღი, გზები, ამბულატორია - ეს პროექტების არასრული ჩამონათვალია. რამდენიმე შიდა ქუჩაზე გზა მოსაასფალტებელია, რასაც წინასწარ დაგეგმილი პროექტით განვახორციელებთ!“ - აცხადებს კოდუა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება