„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს

„საქართველოს ბანკი“ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი არაერთი წელია, Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობს. ამჯერად კი, 18 სექტემბერს, სტარტაპ გრაინდის ორგანიზებითა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები დაფინანსების მოძიების პროცესში ამბის თხრობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების სპიკერია კურტის ბერგი, სტარტაპ გრაინდ სინგაპურის ხელმძღვანელი.

„იგი სტარტაპებს გაუზიარებს ხერხებს, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტიანად წარმოაჩინონ საკუთარი ხედვები და პროდუქტები ინვესტორების წინაშე, რათა კაპიტალი მოიზიდონ. იგი ასევე განიხილავს გლობალურ ბაზრებზე არსებულ უნიკალურ შესაძლებლობებს, როგორიცაა ვენჩერული კაპიტალის ფინანსური ჰაბები.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია სტარტაპ გრაინდ სინგაპურის, დუბაისა და იაპონიის დირექტორების მონაწილეობით, რომლებიც მასშტაბირებისა და ახალი ბაზრების ათვისების საკითხებს განიხილავენ.

დისკუსიის შემდეგ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ინოვატორებსა და ინვესტორებს ერთმანეთის გაცნობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.

ღონისძიება 18 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, ტერმინალში, აბაშიძის 34 ნომერში ჩატარდება. ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://www.startupgrind.com/e/m4tv5u/“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება