საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის გამოფენაზე IFTM Top Resa 2024 ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე IFTM Top Resa 2024 არის წარდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, IFTM Top Resa-ს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 10 კერძო კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მონაწილეობს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მრავალი წელია მონაწილეობს პარიზში, საერთაშორისო გამოფენა ტოპრეზაზე. წარმოდგენილები ვართ კერძო სექტორთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან ეს პლატფორმა ხელს უწყობს, საქართველოში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ევროპიდან, მათ შორის საფრანგეთიდან“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს უფროსმა, ანა კეკელიამ.

საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია „თრეველშოფის“ წარმომადგენელი მაკო ლეკიშვილი.

„გამოფენა საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რადგან ყოველწლიურად ფრანგი ტურისტების რაოდენობა იზრდება. ამას განაპირობებს ის, რომ საქართველოში საფრანგეთიდან პირდაპირი ფრენებია, როგორც თბილისის აეროპორტში, ასევე, ქუთაისის აეროპორტში და ვთავაზობთ სხვადასხვა ტურებს: კულტურულ, სათავგადასავლო, ღვინისა და გასტრონომიულ ტურებს. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უფრო მეტი ფრანგი ტურისტი ეწვევა საქართველოს და არა მარტო ფრანგი, რადგან დასავლეთ ევროპიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, საკმაოდ ბევრი წარმომადგენელია გამოფენაზე“,-აცხადებს მაკო ლეკიშვილი.

საფრანგეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად, IFTM Top Resa-ს სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციას მართავს. გამოფენის სტუმრები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და სხვადასხვა მიმართულებებს.

"ვიცი, რომ საქართველო საუკეთესო ღვინის ქვეყანაა და ქართული ღვინო გემრიელი. საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც ათასობით წლის წინ პირველად მოამზადეს ღვინო. სამწუხაროდ ჯერ საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვაპირებ ვიმოგზაურო საქართველოში, აღმოვაჩინო ეს ლამაზი ქვეყანა და დავაგემოვნო ქართული კერძები",-ამბობს გამოფენის ვიზიტორი ნიკოლა ფიოლე.

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან და მედია ორგანიზაციებთან. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები B2B შეხვედრებს მართავენ მომავალ პარტნიორებთან ტურისტული პაკეტების შექმნის მიზნით.

IFTM Top Resa-ს ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს 170 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენაში 1400 კომპანია მონაწილეობს. პარიზის გამოფენას 30 ათასზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი სტუმრობს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო