მიხაილ როთი - თუ ქვეყანა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ გაიწვევს, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს - რაც შეეხება არასამთავრობოების საგრანტო პროგრამას, რატომაც არა?

ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს, თუ ეს ქვეყანა არ გაიწვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კარგად იცნობს კანონის არსს და მსგავსი კანონები ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებში მოქმედებს, როგორიც რუსეთია.

„მე კარგად ვიცნობ ამ კანონს, რადგან ბევრ ავტორიტარული რეჟიმს, როგორიცაა რუსეთი, მთელ მსოფლიოში შემოაქვს ასეთი კანონი. არავის სჭირდება ასეთი კანონი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების სტიგმატიზაციისთვის. მე არ მესმის, რატომ არ ამაყობენ თქვენი ქვეყნის ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ამ მდიდარი გარემოთი. ამ მხრივ, საქართველო მისაბაძი მაგალითია მრავალი სხვა ქვეყნისთვის. იამაყეთ ნათელი, მაგრამ ასევე კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების გარემოთი. მინდა დაგარწმუნოთ, როცა ჩემს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან ვკონტაქტობ, ისინიც მაკრიტიკებენ. ეს ნორმალურია...

არ მინდა, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. ნება მომეცით ძალიან მკაფიო ვიყო. მე ეს არ მინდა, რადგან არ მინდა, რომ ახალგაზრდა თაობამ გადაიხადოს ძალიან მაღალი ფასი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის შეცდომებზე. მე მომხრე ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დაცვის. ეს არის ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ინტერესებში“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება მთავრობის ინიციატივას, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების და მათთვის საგრანტო პროგრამის ამოქმედების შესახებ, როთის თქმით, მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სურვილი კარგია, მაგრამ აღნიშნულმა ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობა უნდა აჩვენონ.

„მეტი ფული, მეტი ფინანსური მხარდაჭერა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ძალიან მისასალმებელია. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს ორგანიზაციები უნდა იყვნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი. არანაირი ზეწოლა გარედან, არანაირი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ კარგი, თუ მთავრობა მზად არის გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა, რატომაც არა? მაგრამ ისევ მათ უნდა აჩვენონ ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობით“, - აღნიშნა მან.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია