შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 6 ახალი, ევროპული სტანდარტების წყლის კალათა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 6 ახალი, ევროპული სტანდარტების წყლის კალათა შეიძინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კალათები ეფექტურია და გამოიყენება ვერტმფრენით ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, ახალი სპეცტექნიკა პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ტექნიკურ მახასიათებლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სპეციალური ტექნიკის განახლებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება