ირაკლი გვილავა - პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში 60-მდე პროფესიაა წარმოდგენილი, რისი შესწავლაც თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს სრულიად უფასოდ შეეძლებათ

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას განცხადებით, პროგრამა “ისწავლე და დასაქმდის” ფარგლებში 60-მდე პროფესიაა წარმოდგენილი, რისი შესწავლაც თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

მისივე თქმით, პროგრამაზე ონლაინ რეგისტრაცია 18 სექტემბრიდან დაიწყო და 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„დღეს რეგისტრაცია პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო. რეგისტრაცია საიტზე dasakmdi.ge მიმდინარეობს. რეგისტრაცია 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. დაახლოებით, 1000-მდე მოქალაქე შეძლებს კურსის გავლას. შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, ეს კურსი და კვალიფიკაცია დასაქმებისთვის გამოიყენონ. ჩვენ წინასწარ ვიცით, თუ რა მიმართულებზეა ბაზარზე დიდი მოთხოვნა, შესაბამისად, ეს კურსებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვითაა შედგენილი. კერძოდ, ციფრული ტექნოლოგიები, სამშენებლო მიმართულება, კვების წარმოება, სამშენებლო მიმართულებით სხვადასხვა პროდუქციის წარმოება და ა.შ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 60-მდე პროფესიაა წარმოდგენილი, რომელიც ყველა ინტერესის ადამიანს დააკმაყოფილებს. მოვუწოდებთ თბილისში რეგისტრირებულ ადამიანებს, რომ რეგისტრაცია აღნიშნულ პროექტზე გაიარონ და პროგრამაში ჩაერთონ, ხოლო თბილისის მერია მათ მონაწილეობას პროგრამაში სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს”, - განაცხადა გვილავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება