უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს

უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გადმოკვეთეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1996 წ. დაბადებული მ.ხ. და 2006 წ. დაბადებული ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს