„ლელოს“ ოფისში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ახლა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კრიტიკული მომენტი დგას. ეს თითოეული ჩვენგანისგან სხვაგვარი ტიპის განწყობასა და ქმედებებს მოითხოვს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ, პარტია "გახარია - საქართველოსთვისა" და "ძლიერი საქართველოს" შესაძლო გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

"ახლა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კრიტიკული მომენტი დგას. ეს თითოეული ჩვენგანისგან სხვაგვარი ტიპის განწყობასა და ქმედებებს მოითხოვს, სახელმწიფოს გადარჩენის მიზნით. არამარტო ევროპულ მომავალს, არამედ ქართულ სახელმწიფოსაც დაუდგა საფრთხე, ამიტომ განწყობა სხვაგვარია. კრიტიკული მომენტია და კრიტიკული მომენტი საჭიროებს სხვაგვარ ზომებს. კონსულტაციები გრძელდება, რა თქმა უნდა, საზოგადოება ჩვენს გადაწყვეტილებას მალე შეიტყობს"- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ოფისში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, გიორგი გახარიას გუნდთან შესაძლო გაერთიანების შესაძლებლობას და ამ თვალსაზრისით უშუალოდ გახარიას პოზიციას განიხილავენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ გუშინ პირისპირ შეხვედრაც გამართეს.

მოგვიანებით, ისინი პრეზიდენტის მიწვევით ორბელიანების სასახლეში მივიდნენ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ტექნიკური საკითხების გამო პაუზა აიღეს. გახარიას თქმით კი, მამუკა ხაზარაძემ ერთი დღე ითხოვა. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი და არის შესაძლებლობა, არჩევნებში “ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” ერთდროულად დამარცხდეს, მზად არის ყველაფერი აიტანოს. მისივე თქმით, სახელმწიფოს თუ დასჭირდა, „ქართულ ქარტიასაც“ მოაწერს ხელს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება