უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთში ჩავიდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, რუმინელ კოლეგას, ლუმინიცა ოდობესკუს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის, შავის ზღვის უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარების საკითხები განიხილა.

„ჩვენ, Patriot-ის სისტემისთვის რუმინეთის მადლობელი ვართ. „მშვიდობის ფორმულის“ პოპულარიზაციის მიზნით ერთად მუშაობას ვაგრძელებთ. ორივე ქვეყნის ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებში ურთიერთპატივისცემისა და საუკეთესო ევროპული სტანდარტების დაცვის შესახებ შევთანხმდით“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ რუმინეთის მხარდაჭერა დაადასტურა. ასევე, რუმინეთი მზად არის, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარი დაუჭიროს.

ცნობისთვის, ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ანდრეი სიბიგას პირველი საგარეო ვიზიტია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება