პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხელვაჩაურის  მოსახლეობასთან  აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ხელვაჩაურში, ორთაბათუმისა და კაპრეშუმის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების" ინფორმაციით, მოსახლეობა გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

„26 ოქტომბრის არჩევნები უბრალოდ არჩევანი არ არის - ეს არის ისტორიული მომენტი, როცა ჩვენ ვირჩევთ არა მხოლოდ მომავალ ლიდერებს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალ გზას. ეს იქნება არჩევანი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდება ქაოსი და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. ჩვენ, როგორც ერი, ვირჩევთ ღირსებას, ტრადიციულ ღირებულებებს და სტაბილურობას, რაც საქართველოს მშვიდობიან განვითარებასა და კეთილდღეობას მოუტანს.

მოსახლეობა აქტიურად ესწრებოდა შეხვედრებს, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ გამარჯვებისთვის.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს – არჩევანს მშვიდობის, ეროვნული ღირებულებების და ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, - განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

დელეგატის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუძლიერა რწმენა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას - „ღირსების, ტრადიციებისა და მშვიდობის გზას“.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, მინდია დიასამიძე - დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე - ზაზა დიასამიძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო