ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი - სანქციები აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე - ინვესტორი, როცა ხედავს, რომ სანქციებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს

სანქციები, თავისთავად, აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე. ნებისმიერი ინვესტორი, როცა ქვეყანაში ინვესტიციის ჩასადებად შემოდის, პირველ რიგში, უყურებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ გარემოს. ის როცა ხედავს, რომ სანქციებზეა საუბარი, გართულებულ დიალოგსა და ვითარებაზე, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი, რათა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შენარჩუნდეს.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან საჭიროა მუდმივი კონსულტაციები, მუდმივი დიალოგი და დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება. იყოს მეტი გულახდილი საუბარი და ინფორმაციის გაცვლა. იმდენად არაორდინალური ვითარება გვაქვს დღეს და არასასიამოვნო მოცემულობა ამ მიმართულებით, რომ ძალიან ძნელია ყველა რისკი გათვალო ბოლომდე და რაღაც ერთგვარი წინასწარი გათვლები გააკეთო. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორთან ამ დიალოგის დროს არის საკმაოდ არასასიამოვნო ვითარებაში, ეს დამაზიანებელია. სანქციები, თავისთავად, აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე. ამას აქვს არასასიამოვნო ეფექტი. ქვეყანა ასეთ ვითარებაში მისი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან დღემდე არ ყოფილა. როცა სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს აწესებს, ეს მიმანიშნებელია იმაზე, რომ უფრო მეტად და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხებს. რა თქმა უნდა, შედეგი არ იქნება სახარბიელო.

ნებისმიერი კეთილსინდისიერი ინვესტორი, როცა ქვეყანაში ინვესტიციის ჩასადებად შემოდის, პირველ რიგში, უყურებს იმ გარემოს რა გარემოშიცაა ქვეყანა. ესაა პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო. ის როცა ხედავს რომ სანქციებზეა საუბარი, გართულებულ დიალოგსა და ვითარებაზე, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს. ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი იქნება. ამიტომ მეტი კომუნიკაცია, ახსნა-განმარტება როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესის მხრიდან და მოვუფრთხილდეთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებს. მე მაგალითად საქართველოს განვითარება ევროკავშირისა და აშშ-ის გარეშე, მარტო ინდივიდუალურად, რთულად მესახება. სანქცირება უარყოფითად მუშაობს როგორც გარე ინვესტორებზე, ასევე შიდა ინვესტორებზე“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება