ზურაბ ჭიაბერაშვილი - საქართველოში ეკონომიკა ხალხისთვის არ მუშაობს, ეკონომიკა მთლიანად ივანიშვილს ემსახურება

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკა ხალხისთვის არ მუშაობს, "ეკონომიკა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს ემსახურება".

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს, რათა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნდეს,

„სამწუხაროდ, ივანიშვილის საქართველოში მასობრივი გაღარიბება მიდის და ხალხი ქვეყნიდან გარბის. ჩვენ დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს და სხვათა შორის, ამ გაღარიბების გამო შობადობაც უმძიმესია, ამიტომ ეს სურათი, რომ გაზრდილია სოციალური დახმარების მიღებაზე მოთხოვნა, ასახავს იმ სამწუხარო რეალობას, რაშიც ივანიშვილმა ქვეყანა ჩააგდო და ამას აქვს ერთადერთი გამოსავალი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, 14 მილიარდიანი დახმარების მიღება საქართველოსთვის და არა კორუმპირებული ხალხის ინტერესებით მოქმედი მთავრობის მიერ ამ ფულის ყველა ადამიანამდე, ყველა ოჯახამდე მიტანა. ქართულ ოჯახს სტუმრის მიღების არ უნდა ეშინოდეს. სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიოთ და ეს შესაძლებელია იმით, რომ საქართველოს იაროს ევროპის მიმართულებით და აქ ევროპული კეთილდღეობა იყოს.

საქართველოში ეკონომიკა ხალხისთვის არ მუშაობს, ეკონომიკა მთლიანად ივანიშვილს ემსახურება და ამ კორუმპირებულ მაფიოზურ „კლანს“, მათ ჯიბეში მიდის ფული, ხალხი ღარიბდება, ეს არის დიაგნოზი და აქედან გამოსავალი არის ქართველი ხალხის გამარჯვება 26 ოქტომბერს და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს