ირაკლი კობახიძე - კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი, ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად - ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი ეძღვნება ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების, ოჯახის ინტერესების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როცა ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის , - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა, პირველ რიგში, გამჭვირვალობას, ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს ნიშნავს.

„ჯერ ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად. ახლა ჩვენ მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად. ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. არ შეიძლება ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდასთან, ეს არასწორია. ეს, რა თქმა უნდა, არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში. ჩვენს აღქმაში, რა თქმა უნდა, ევროპა ნიშნავს, პირველ რიგში, გამჭვირვალობას, ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და ქრისტიანული კულტურა. როცა ამის საპირისპიროდ შენ გეუბნებიან, რომ ევროკავშირი დღეს, თითქოს, არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს მიუღებელია. გვჯერა, რომ რაც აერთიანებს ევროპას, ეს არის, პირველ რიგში, სწორედ ქრისტიანული ფასეულობები. სწორედ ამას ეძღვნება ის კანონი, რომელიც მიღებულია. ეძღვნება ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების, ოჯახის ინტერესების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როცა ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო