აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრი წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს ახლადდანიშნული მინისტრი დავით მორგოშია წარუდგინა.

დავით მორგოშიას საჯარო და კერძო სექტორში მოღვაწეობის გამოცდილება აქვს.

2018 წელს დაინიშნა საქართველოს საელჩოში იტალიის რესპუბლიკაში, ელჩის მრჩევლის ასისტენტად.

ასევე 2018 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის დეპარტამენტში.

2019-2021 წლებში მუშაობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგში”.

2021 წელს იყო შპს New Way/ ნიუ ვეი სავაჭრო სააგენტოს თანადამფუძნებელი.

2022-2023 წლებში იყო Concentrix USA-ში Spotify-ის მომხმარებელთა იტალიურენოვანი მხარდამჭერი.

2023-2024 წლებში მუშაობდა IT კომპანია TNET-ში Front-end დეველოპერად (React/NextJS).

ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს