„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, DataFest - ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციების განვითარებასა და ამ სფეროს გაძლიერებისკენ ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიუშნული, ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, რიგით მერვე, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი- DataFest Tbilisi 2024 გაიმართება.

“DataFest ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც სპიკერები უახლეს ტრენდებზე და იმ ტექნოლოგიებზე ისაუბრებენ, რომლებიც მონაცემთა ახლანდელ და სამომავლო გზას განსაზღვრავს.

ფესტივალი 19 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება.

ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან საქართველოს ბანკის წარმომადგენლები მონაცემთა ანალიტიკის ჯგუფის უფროსი - ზურაბ ძინძიბაძე, Cluster Product Owner - ტატიანა მომცელიძე და უფროსი მონაცემთა მეცნიერი - ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი, რომლებიც საქართველოს ბანკის მაგალითზე მონაცემთა ანალიტიკის მნიშვნელობაზე, საბანკო სფეროში მის გამოყენებასა და პროცესების ოპტიმიზაციაზე ისაუბრებენ.

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ DataFest 2024 - ში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს წარმოადგენს. ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს ბიზნეს პროცესების გამარტივებასა და ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვაზე. ღონისძიებაზე, დამსწრე აუდიტორიას გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ვისაუბრებთ მონაცემთა ანალიტიკის მნიშნველობაზე და იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ მას საქართველოს ბანკში ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობასა და განვითარებას, რათა ჩვენს მომხმარებლებს უფრო მეტად კომფორტული სერვისები და პროდუქტები მათთვის სასურველ არხში მივაწოდოთ“ , - განაცხადეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება