ირაკლი კობახიძე - ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება" არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება

ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება" არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოში სინამდვილეში მესამე სექტორი არ არსებობს.

„მესამე სექტორი საქართველოში სინამდვილეში არ არსებობს. არსებობს გარკვეული მდიდარი NGO-ები, რომლებიც მთლიანად გარედან ფინანსდებიან აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება და მათ აქვთ პირდაპირ გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. შესაბამისად, მათი ინტერესი საერთოდ არ არის, დააკვირდნენ არჩევნებს. ისინი ერთადერთი, რასაც აკვირდებიან არის ის, რომ უნდათ, რაღაცნაირად, რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, თუმცა ეს არის აბსოლუტურად მიუღწეველი შედეგი მათთვის. საქართველოში არ არსებობს ადგილობრივი მიუკერძოებელი დამკვირვებელი ორგანიზაციები. ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება" არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება