ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა გახდა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადეს.

“ლაშა ქარდავას სხვადასხვა სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

1996-2005 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში სხვადასხვა პოზიციებზე.

2005-2006 წლებში იყო თბილისის საგადასახადო სამსახურის აუდიტის განყოფილების მთავარი ინსპექტორი.

2006-2015 წლებში აუდიტორული ფირმა შპს „კოლხი 2005“-ის აუდიტი.

2010 წლიდან - შპს „გლობალ აუდიტის" დირექტორი - პარტნიორი

2015-2016 წლებში ს.ს "გუდვილის" სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული აუდიტისა და მონიტორინგის კომიტეტის ფინანსური ანალიზის სპეციალისტი.

2019 წლიდან - შპს „ჰეალაინ ინტერნეიშენელის“ ფინანსური მენეჯერი, 2023 წლიდან - შპს „აბგრეიდ კონსტრაქშენის“ შიდა აუდიტისა და კონტროლის მენეჯერი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის