ჯაბა სამუშია სტუდენტური ექსპედიციის წევრებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის 2024 წლის მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტუდენტებმა რექტორს ექსპედიციის ფარგლებში განხორციელებული კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ გააცნეს ინფორმაცია და პროექტის განვითარების სამომავლო გეგმაზე ისაუბრეს.

“სტუდენტური ექსპედიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე 24 წელია ეწყობა. 2001 წლიდან დღემდე პროექტში 2500- ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ექსპედიცია დაფინანსდა თსუ-ის სტუდენტური პროექტების ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი კუთხით - ჯავახეთით სტუდენტების დაინტერესება; მათი ინტეგრაცია სომხურენოვან, ბერძნულენოვან და ქართველ მოსახლეობასთან; ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ასევე, ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების გაცნობა.

„ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა- კურთხევით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) ინიციატივით ყოველწლიურად ეწყობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება