მამუკა ხაზარაძე - შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ - მადლობა პრეზიდენტს და გიორგი გახარიას რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის

მადლობა პრეზიდენტს და გიორგის [გახარიას] რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ხვალ გაგრძელდება ისევ სამუშაო მდგომარეობაში, ისევ პრეზიდენტთან. დრო არის ძალიან ცოტა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკებები,სავარაუდოდ, ხვალ დამთავრდება.

მისივე თქმით, მოულაპარაკების გაჭიანურება დაკავშირებული არ არის თანამდებობების და საარჩევნო სიების განაწილებასთან.

„მთელი ეს პროცესი ერთი რამისთვის არის მიმართული, რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას, რომ მოხდეს პროდასავლური ძალების სრული კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ქვეყანა მოკლე დროში გავიყვანოთ მშვიდობიან, სტაბილურ სამყაროსთან. მთელი ეს პროცესი ამისთვის დაიწყო.

ორი დღეა მოლაპარაკება მიმდინარეობს. არ არის მარტივი მოლაპარაკება. შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა ვთქვა, რომ თანამდებობაზე, სიებზე საუბარი არ არის. აქ არის ლაპარაკი თუ როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ . რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძველი ხელისუფლება არ დაბრუნდეს და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე დაიწყოს ის რეფორმები, რომელიც ქარტიით არის განსაზღვრული, შეიქმნას სამუშაო ადგილები , პენსიები, სტუდენტების დასაქმება და რაც მთავარია, ემიგრაციის შეჩერება. ქვეყანა გავხადოთ ლიდერი და დავაბრუნოთ სწრაფი განვითარების გზაზე.

მადლობა პრეზიდენტს და გიორგის რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის . ხვალ გაგრძელდება ისევ სამუშაო მდგომარეობაში. ისევ პრეზიდენტთან. დრო არის ძალიან ცოტა . 1 კვირაში უკვე მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი. იმედია, ხვალ დავამთავრებთ ყველაფერს", - განაცხადა ხაზარაძემ.

ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს. მათ პირისპირ შეხვედრებიც გამართეს. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო