ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვების გეგმა უკვე სრულად არის მომზადებული.

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული - ყველა პუნქტი, ყველა ძირითადი აქცენტი, გეგმის საჭირო დანართები დამუშავებულია. ახლა ყველაზე მთავარია სიმტცკიცე მისი განხორციელებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არ არსებობს და არ შეიძლება იყოს მშვიდობის ალტერნატივა, ომის გაყინვა ან რაიმე სხვა მანიპულაცია, რომელიც რუსეთის აგრესიას უბრალიდ სხვა ეტაპზე გადაიყვანს.

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომში გამარჯვების გეგმა 90%-ით მზად არის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება