იოავ გალანტი - ომის ახალი ფაზა იწყება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის. "რამათ დავიდის ბაზაზე საჰაერო ძალების პერსონალთან საუბარში მე ხაზგასმით აღვნიშნე: ვიწყებთ ახალ ფაზას ომში", - აღნიშნა გალანტმა.

მანამდე მან განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთით გადაინაცვლებდნენ.

„სიმძიმის ცენტრი გადადის ჩრდილოეთისკენ ძალებისა და რესურსების გადაადგილების გზით“, - აღნიშნა გალანტმა.

ომის ახალ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით იოავ გალანტის განცხადებას წინ უძღოდა „ჰამასის“ მებრძოლების პეიჯერებისა და რაციების აფეთქება, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით - დაშავდა. „ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ამ საკითხზე ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება