გაერო-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელს პალესტინის ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელისგან მოითხოვს, შეწყვიტოს პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია 12 თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სანქციებით ემუქრება.

კერძოდ, რეზოლუცია, რომელიც არასავალდებულო დოკუმენტია, მოითხოვს პალესტინის ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას, ახალი დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას, მიტაცებული მიწებისა და ქონების დაბრუნებას და დევნილი პალესტინელების დაბრუნების შესაძლებლობას.

დოკუმენტს მხარი 124-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგი იყო, ხოლო 43-მა თავი შეიკავა.

პალესტინის ხელისუფლების მუდმივმა დამკვირვებელმა გაერო-ში, რიად მანსურმა თქვა, რომ დოკუმენტის მიზანია გამოიყენოს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა და საერთაშორისო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების ზეწოლა, რათა ისრაელი აიძულოს თავისი ქცევა შეცვალოს.

ისრაელმა რეზოლუცია კატეგორიულად უარყო. გაერო-ში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა, დენი დანონმა კენჭისყრას სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდა.

„იმის ნაცვლად, რომ აღნიშნოს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის წლისთავი „ჰამასის“ დაგმობით და დარჩენილი მძევლების გათავისუფლების მოწოდებით, გენერალური ასამბლეა აგრძელებს ცეკვას პალესტინის ხელისუფლების მელოდიაზე, რომელიც მხარს უჭერს მკვლელებს „ჰამასიდან“, - განაცხადა დანონმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება