FBI - ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული დოკუმენტები ჯო ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს

ირანელმა ჰაკერებმა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით, ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია „დემოკრატების“ მაშინდელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებულ პირებს ელექტრონული წერილების სახით გაუგზავნეს, - ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) და სხვა ამერიკულმა უწყებებმა განაცხადეს.

FBI-მ 12 აგვისტოს დაადასტურა, რომ იძიებდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის საჩივარს იმასთან დაკავშირებით, რომ ირანმა გატეხა და გაავრცელა სენსიტიური საარჩევნო დოკუმენტები. 19 აგვისტოს კი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კიბერშეტევის უკან ირანი იდგა.

ოფიციალური პირების განმარტებით, არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ბაიდენის საარჩევნო გუნდში რომელიმე მიმღებმა ელექტრონულ წერილებს უპასუხა ან ის, რომ წერილების მიმღებებმა მათი წარმომავლობა იცოდნენ.

ირანი უარყოფს აშშ-ის საქმეებში ჩარევას. გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გუშინ განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და სრულიად დაუშვებელია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს