Bloomberg - კამალა ჰარისი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს

ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი მომავალ კვირას ვაშინგტონში უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს უკრაინელი ლიდერი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში.

გარდა ამისა, ზელენსკი აპირებს დადოს შეთანხმებები ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე განიხილოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდება, უკრაინული მხარის მიერ მომზადებული უკრაინის გამარჯვების გეგმის ფარგლებში.

ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტს სურს, თავისი გეგმა ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს წარუდგინოს, როდესაც ისინი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან ერთმანეთს. ის ასევე აპირებს, გეგმა პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპსაც გაუზიაროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს