სოფო ჯაფარიძე - მუხიანში ძალიან ბევრ ოჯახში ვიყავით, ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ უამრავი სახლი გამოკეტილია, რადგან წარმოუდგენლად ბევრი ადამიანია წასული ემიგრაციაში - 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი დასრულდება

მუხიანში ძალიან ბევრ ოჯახში ვიყავით. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ უამრავი სახლი გამოკეტილია, რადგან წარმოუდგენლად ბევრი ადამიანია წასული ემიგრაციაში, მაგრამ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი თბილისელები ღირსეულ ევროპულ ქვეყანაში იცხოვრებენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის იზოლაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ახლა მუხიანში ვიმყოფებით. დილიდან ძალიან ბევრ ოჯახში ვიყავით და ყველაზე მტკივნეულია, რომ ძალიან ბევრი სახლია გამოკეტილი, იმიტომ რომ წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი წასულია ემიგრაციაში. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ეს ადამიანები დგანან, 26 ოქტომბრის შემდეგ დასრულდება, ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდებიან ემიგრაციიდან და ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩაერთვებიან. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ჩვენი ქვეყნის იზოლაციის მცდელობას, რისთვისაც ყველაფერს აკეთებს "ქართული ოცნება". დიახ, ქართველი ხალხი, ჩვენი მოქალაქეები, თბილისელები აირჩევენ ევროპას, ევროპულ კეთილდღეობას და ერთხელ და სამუდამოდ ეტყვიან უარს რუსეთს, იზოლაციას, სიღატაკეს, უპერსპექტივობას. 26 ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი თბილისელები იცხოვრებენ ღირსეულ ევროპულ დედაქალაქში და ღირსეულ ევროპულ ქვეყანაში“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება