თამარ კორძაია - მიგვაჩნია, რომ ის 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება და მიეცეთ შესაძლებლობა, არ იფიქრონ ბინის ქირაზე

მიგვაჩნია, რომ ის 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება და მიეცეთ შესაძლებლობა, არ იფიქრონ ბინის ქირაზე, ასევე, შევეცდებით, დავასუბსიდიროთ მათი ცხოვრების ხარჯები, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, სტუდენტები იმსახურებენ ქვეყანას, სადაც კანონები არის სამართლიანი და მათ შესაძლებლობებს ეძლევა ფართო ასპარეზი.

"2010 წლიდან სტუდენტებს ვასწავლი სამართალს და მათ ძალიან კარგად იციან სხვაობა უსამართლო და სამართლიან კანონებს შორის. ძალიან კარგად ხედავენ იმას, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლო კანონებია, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, აისახება მათი სწავლის ხარისხზე. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება და მიეცეთ შესაძლებლობა, არ იფიქრონ ბინის ქირაზე, რომელიც დღესდღეობით იმდენად მაღალია, რომ მისი გადახდა სტუდენტისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვპირდებით სტუდენტებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ავუშენებთ კამპუსებს, სადაც შეეძლებათ ცხოვრება, ეს იქნება ათასობით სტუდენტზე გათვლილი და მათ შორის, ჩვენ ვეცდებით, დავასუბსიდიროთ მათი ცხოვრების ხარჯები, რათა მათ არ ჰქონდეთ საფიქრალი ბინაზე, საკვებზე და საზრუნავად დარჩეთ მხოლოდ სწავლა. სტუდენტები იმსახურებენ ქვეყანას, სადაც კანონები არის სამართლიანი და მათ შესაძლებლობებს ეძლევა ფართო ასპარეზი", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!