პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, კონიაკის დასახლებაში, ილორის N10-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების" ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.

„მოხიბლული ვარ, ამ ხალხის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ისინი კარგად აცნობიერებენ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და მზად არიან მართვის მანდატი კიდევ ერთხელ ანდონ „ქართულ ოცნებას“. ეს რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი მალე გაივლის და საქართველოს სანუკვარი ოცნების ასრულებით, სოხუმსა და ცხინვალში ჩვენი დაბრუნებით დასრულდება! “- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება