„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ნიკოლოზ ყიფშიძის N2-4 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ნიკოლოზ ყიფშიძის N2-4 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

„გვერდში დგომისთვის მზადყოფნა გამოვუცხადე მოსახლეობას. ჩემთვის პატივია, რომ მომეცა საშუალება წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის განვითარებაში. ვისაუბრეთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორც საქართველოში ისე რეგიონში. ვისაუბრეთ სწორი ღირებულებების პატივისცემაზე, მშვიდობის დაფასებასა და რაც მთავარია, მის შენარჩუნებაზე. წარმატებები ჩვენს გუნდს!“- განაცხადა ზუკა რურუამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება