„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ახალციხის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის სოფლების: ხაკის, საძელის, ყულალისის, ორალის, პატარა პამაჯისა და დიდი პამაჯი მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე, შეაჯამა სოფლებში განხორციელებული პროექტები.

„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისათვის“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი - ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე - დავით ლომიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს