Reuters - ევროპული ქვეყნები უკრაინას ერთ წელზე მეტია ინდურ საბრძოლო მასალას აწვდიან

ევროპელმა მომხმარებლებმა ინდოეთისგან შეძენილი საარტილერიო ჭურვები უკრაინაში გაგზავნეს და მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელი ამის შესაჩერებლად არ ჩარეულა, - ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის და ევროპის მთავრობებისა და თავდაცვის ინდუსტრიების თერთმეტ ოფიციალურ პირსა და საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროებისა და საბაჟო მონაცემების მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, საბრძოლო მასალის გადაცემა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.

ამასთან, ინდოეთის მთავრობისა და თავდაცვის ინდუსტრიის წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ნიუ-დელი აწარმოებს უკრაინის მიერ გამოყენებული საბრძოლო მასალის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას, ერთ-ერთი ოფიციალური პირის შეფასებით, ეს ომის დაწყების შემდეგ კიევის მიერ იმპორტირებული შეიარაღების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.

ამასთან, სააგენტოს წყაროების ცნობით, ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინაში ინდურ საბრძოლო მასალას აგზავნიან, არიან იტალია და ჩეხეთი, რომელიც ხელმძღვანელობს კიევის საარტილერიო ჭურვების ევროკავშირის არა წევრი ქვეყნებიდან მიწოდების ინიციატივას.

ინდოელმა ოფიციალურმა პირებმა და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინდოეთი აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ არ მიუღია რაიმე ზომა ევროპაში მიწოდების შეზღუდვის მიზნით.

ამასთან, რამდენიმე წყარომ ინდოეთიდან Reuters-ს განუცხადა, ინდოეთი, რომელიც დიდი ხანია მსოფლიოში იარაღის უდიდესი იმპორტიორია, ევროპაში ხანგრძლივ ომს იარაღის ექსპორტის სექტორის განვითარების შესაძლებლობად განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს