კახა კალაძე - კეზერაშვილი საერთაშორისო თაღლითია, ევროპელ პენსიონერებს აუბედურებდა და ძარცვავდა - მის მიმართ ღონისძიებები არ ხორციელდება,რაც აჩენს ეჭვს, რომ ის დროებით სჭირდებათ, რათა მოპარული თანხებით პოლიტიკა დააფინანსოს

ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი არის საერთაშორისო თაღლითი იმ სქემით, რითაც ევროპელ პენსიონერებს აუბედურებდა და ძარცვავდა, - მის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, გასაკვირია ის, რომ კეზერაშვილი ამ ყველაფრის მიუხედავად, თავისუფლად გადაადგილდება.

„კიდევ ერთი დიდი უბედურება არის ის, რომ ეს ფული საქართველოში შემოდიოდა, პოლიტიკა და ტელევიზია ფინანსდებოდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. კონკრეტულ ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც მიმდინარეობს, არიან დაკავებულები. ჩემთვის გასაკვირია ის, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, ის არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, კრიმინალი და მის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები არ ხორციელდება. ეს აჩენს ეჭვს, ის დროებით სჭირდებათ იმისთვის, რომ მოპარული თანხები ისევ საქართველოში შემოიტანოს და ამით პოლიტიკა დააფინანსოს",-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ცნობით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება